Saturday, October 16, 2010

მარშუტი: რუსთავი ( საქართველო ) – ბათმანი (თურქეთი)


ტრეინინგ კურსი არტ-თერაპიაში
,,Suprising Toys,,

თავდაპირველად ცოტა არ იყოს შეგვაშინა იმ აზრმა, რომ ,,სიქა-ს ,, დელეგაცია უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში , და არც მეტი არც ნაკლები ახლოს სირიის საზღვართან. შევუდექით მზადებას, როგორც ხელმძღვანელი ასე დელეგაციის წევრებიც. შევეგუეთ იმ აზრს , რომ მოგვიხდებოდა რამოდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა, მაგრამ მივხვდით იმასაც რომ, ეს სულაც არ იყო ცუდი რამ, პირიქით..
გადაწყდა , რომ ჩვენი გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება იქნებოდა ავტობუსი.
უნდა გითხრათ , რომ მთავარი პრობლემა არა თუ ბათმანამდე ჩასვლა იყო, არამედ, ენის და კომუნიკაციის პრობლემა, რადგანაც როგორც წესი, თურქეთის მოსახლეობა ძალიან მწირად ფლობს რაიმე უცხო ენას..
მგზავრობა რა თქმა უნდა დავიწყეთ რუსთავიდან:


1. რუსთავი –თბილისი
შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალება, რადგან თურქეთისაკენ მიმავალი ავტობუსები გადიან ორთაჭალის ავტო-სადგურიდან ( მაგრამ , არა მხოლოდ ამ სადგურიდან)

2. თბილისი – ერზრუმი
ვისარგებლეთ სამგაზვრო ავტობუსით, რომელმაც დაახლოებით 8 საათში ჩაგვიყვანა ერზრუმის ავტოსადგურამდე. მგზავრობის ღირებულება შეადგენდა 40 ამერიკულ დოლარის ექვივალენტს თურქულ ლირაში.
ერზრუმში აუცილებელი იყო აგვეღო ბილეთები ბათმანის მიმართულებით, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბათმანამდე კიდევ ერთი ავტობუსის გამოცვლა დაგვჭირდებოდა, და შუალედური გაჩერება იქნებოდა ქალაქი არდაჰანი. საბედნიეროდ, ამ რთული პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარა სიქას მეგობარი ორგანიზაციის Ertuel-ის წევრები და პრეზიდენტი მიქაილ ტოპდაჩი.
მან, ერზრუმში ჩასულებს დაგვახვედრა დიარბექირი-ბათმანის ბილეთები ნაყიდი და სასტუმრო დაჯავშნილი , სადაც მომსახურება კარგი იყო და არც ისე ძვირი ტურისტისათვის. სასტუმოს სამ ადილიანი ნომერის გირებულება ერთი ღამით იყო 15 ევრო.

სასტუმროში ერთი ღამით მოსვენებულებმა მეორე დილით შევუდექით ქალაქ ერზრუმის დათვალიერებას, რადგან დიარბაქირისკენ მიმავალი ავტობუსის გასვლამდე მთელი 12 თავისუფალი საათი გვქონდა, და ჩვენც არ დაყოვნეთ.
ქალაქი ძალიან საინტერესოა ტურისული თვალსაზრისით, ვნახეთ ბევრი საინტერესო ადგილი და გავერთეთ ერზრუმის უნივესტიტეტის ფესტივალზეც (რომელსაც თავისტავად დიდი საგანმანათლებლო ისტორია აქვს), სადაც საქართველოს მოქალაქე, ეროვნებიტ აზერბაიჯანელი, მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდა შეგვხვდა, რომელიც ფესტივალზე ცეკვავდა .
აი ვებ.ვერდიც ერზრუმის შესახებ:
აი ერზრუმის ათათურქის სახელობის უნივერსიტეტიც :
3. ერზრუმი-დიარბექირი-
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ამასობაში მოსაგამოვდა და საგამოს 9 საათისთვის ჩველი დელეგაცია ერტუელის წევრებთან ერთად ველოდებოდით დიარბაქირისკენ მიმავალი ავტობუსის გამოჩენას.
ბილეთის გირებულება დიარბექირამდე შეადგენდა 25 ამერიკული დოლარის ექვივალენტს თურქულ ლირებში. Dმგზავრობის ხანგლძლივობა იყო სრული 12 საათი. Aასე რომ, დილის 9 სააათზე უკვე დიარბექირში ვიყავით, სადაც ერზრუმის ავტობისის მძგოლმა დაუყოვნებლივ გადაგვსვა ბატმანია ავტობუსში, რადგან ეს როგორც აღმოჩნდა მისი ვალდებულება იყო ტრანზიტული მგზავრების ყოლის შემთხვევაში. ხოდა დიარბექირში ჩასვლიდან ზუსტად 20 წუთში Bბატმანისკენ მიმავალ გზას დავადექით. Mმგზავრობის Gღირებულება შედიოდა იმ ბილეთის საფასურში, რომელელიცEერზრუმში ვიყიდეთ.

4.დიარბექირი-ბატმანი

არდაჰანიდან გასულებს დიარბექირში ჩასასვლელად 3 საათი და საკმაოდ საფრთხილო უღელტეხილის გადავლა დაგვჭირდა.. თუმცა საერთო ჯამში, კარგად ვიმგზავრეთ და მშვიდობიანად ვეწვიეთ ბატმანს , სადაც მასპინძელი ორგანიზაციის წევრები უკვე გველოდნენ და იმ სასტუმროში წაგვიყვანეს , სადაც მოგვიანებით ჩვენი ტრეინინგებიც გაიმართა. ქალაქი მოგვეწონა, ეტყობა რომ, დღითი-დღე ვითარდება..
5. ბატმანი-ჰასანკეიფი-მიდიატი-მარდინი

ჩვენი ტრეინინგ კურსის ფარგლებში დაგეგმილი იყო ტურისტული ვიზიტები ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილებში, როგორიცაა ჰასაკეიფი, რომელიც საუკუნეების უკან უმთავრეს სავაჭრო ადგილს წარმოადგენდა ძველი , ისტორიული მესოპოტამიის ტერიტორიაზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენად საინერესო ტური გვქონდა. 2 საათის სავალზე ბატმანიდან, და რომელმაც ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა .
ჰასანკეიპიდან კიდევ უფრო ახლოს, სირიის საზღვართან გადავინაცვლეთ და ვეწვიეთ მიდიატს, სადაც დასათვალერებელი მართლა ბევრი იყო, დავიწყებ იმით, რომ აქ არის პირველ საუკუნეში აგებული აბრეშუმის გზის პერიოდის ყველაზე კარგი სასტუმრო და ქრისტიანულ-ორტოდოქსული ეკლესიები , სადაც ასირიელები დგემდე ცხოვრობენ. ქალაქის ყველა სახლს და შენობას ერთიდაიგივე არქიტექტურა აქვს, ტურისტული თვალსაზრისით რომ იყოს მომხიბვლელი, და ასეცაა..
ვეწვიეთ მარდინსაც, რომელმაც ისევ მიდიატი გაგვახსენა თავისი ხედებითა და უძველესი არქიტექტურით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა ისტორიული ცხელი მესოპოტამიის სუნთქვა.
ისევ :
მოკლედ, ბათმანში ჩასულს, იოლად შეგიძლიათ ინახულოთ ეს ადგილები, უბრალოდ ამისთვის საჭიროა მოხვდეთ ბატმანის ცენტრალურ ავტო-სადგურზე , სადაც ყველა მიმართულებით გადის ტურისტული მიკროავტობუსები.

9 დღის მერე ისევ იგივე გზა განვლეთ ბატმანინად რუსთავამდე და შინ უზარმაზარი შთაბეჭდილებებით და სასიამოვნო მოგონებებით დავბრუნდით. იმედია ჩემი მონათხრობი დაგეხმარებათ რო უკეთ და იოლად იმოგზაუროთ იმ ადგილებში სადაც ჩვენი დელეგაცია ყოფილა.
ქეთევან ახობაძე
რუსთავი, სიქა

Saturday, July 10, 2010

მარშრუტი: რუსთავი-თბილისი-მცხეთა-ჯვარი


რუსთავი-თბილისი
სატრანსპორტო საშუალება -სამარშუტო ტაქსი
ფასი: 1 ლარი
გასვლის ადგილი: 12 მკ/რ
გასვლის დრო: დილის 6 საათი
დანიშნულების ადგილი: ვაგზალი
ჩასვლის დრო: 6:35
თბილისი-მცხეთა
სატრანსპორტო საშუალება:
მატარებელი თბილისი-ბორჯომი
ფასი: თბილისი-ბორჯომი – 2ლარი
თბილისი- მცხეთა - 1 ლარი
გასვლის ადგილი: ბორჯომის ვაგზალი
გასვლის დრო: დილის 7 საათი
დანიშნულების ადგილი: მცხეთის პლატფორმა
ჩასვლის დრო: 7:20
მცხეთა-ჯვარი
სატრანპორტო საშუალება: ფეხით გადააადგილება
გასვლის ადგილი: მცხეთის პლატფორმა
დანიშნულების ადგილი: ჯვრის მონასტერი
გზა: მცხეთის გავლით ცენტრალური მაგისტრალი, სატრანპორტო გზა ჯვრის მონასტერამდე
დრო: მაგისტრალამდე- 8:30
ჯვრის სამანქანო გზამდე- 9:50
ჯვრის მონასტრამდე: 11: 30
სადილი: ადგილი – გზა ჯვრის მონასტრიდან მაგისტრალამდე
ჯვარი-სვეტიცხოველი: მცხეთაში ჩასვლის დრო: 16:40
დანიშნულების ადგილი: სვეტიცხოველი
მცხეთა-თბილისი:
სატრანსპორტო საშულება : სამარშრუტო ტაქსი
ფასი : 1 ლარი
გასვლის ადგილი: მცხეთა, გაჩერება დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია
გასვლის დრო: 18:20
დანიშნულების ადგილი: თბილისი, დიდუბე
თბილისი- რუსთავი:
სატრანსპორტო საშუალება: სამარშრუტო ტაქსი
ფასი : 1 ლარი
გასვლის ადგილი: დიდუბე
დანიშნულების ადგილი: რუსთავი

შენიშვნები:
1) დრო ყოველ ახალ ლაშქრობაზე იმავე მარშრუტის შეიძლება იყოს სხვა. ეს დრო დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე, მათი მოძრაობის სიჩქარეზე და შესვენებების სიხშირეზე
2) ჯგუფის წევრებისთვის უმჯობესია სალაშქროდ წამოსულები იყვნენ სპორტული ტანსაცმლით, მზისგან დამცავი ქუდით, სათვალით.
3) საჭმლის ტრანსპორტირებისთვის კარგია სპორტული ჩანთები
4) საჭმელი ისე უნდა იყოს მომზადებული, რათა არ დაჭირდეს ბევრი დრო (მაგ: გარეცხილი ხილი და ბოსტნეული) უმჯობესია წაღებული იყოს ისეთი საჭმელი, რომელიც არ იჭყლიტება ადვილად. მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ყოველი წევრის გემოვნება (მაგ: მწარე, ტკბილი, დიეტური, სამარხვო).
5) წყლის წაღება აუცილებელია მგზავრობის პროცესში. თუმცა არის ადგილები, (მცხეთაში) სადაც შეიძლება წყლის ავსება

ექსკურსიისთვის საჭირო თანხა:
10 ლარი თითოეულ წევრზე (4 ლარი-მგზავრობა, 6 ლარი- საჭმელი)
ჩვენი მოგზაურობის სურათები იხილეთ აქ :)

თამუნა ქურდაძე