Saturday, July 10, 2010

მარშრუტი: რუსთავი-თბილისი-მცხეთა-ჯვარი


რუსთავი-თბილისი
სატრანსპორტო საშუალება -სამარშუტო ტაქსი
ფასი: 1 ლარი
გასვლის ადგილი: 12 მკ/რ
გასვლის დრო: დილის 6 საათი
დანიშნულების ადგილი: ვაგზალი
ჩასვლის დრო: 6:35
თბილისი-მცხეთა
სატრანსპორტო საშუალება:
მატარებელი თბილისი-ბორჯომი
ფასი: თბილისი-ბორჯომი – 2ლარი
თბილისი- მცხეთა - 1 ლარი
გასვლის ადგილი: ბორჯომის ვაგზალი
გასვლის დრო: დილის 7 საათი
დანიშნულების ადგილი: მცხეთის პლატფორმა
ჩასვლის დრო: 7:20
მცხეთა-ჯვარი
სატრანპორტო საშუალება: ფეხით გადააადგილება
გასვლის ადგილი: მცხეთის პლატფორმა
დანიშნულების ადგილი: ჯვრის მონასტერი
გზა: მცხეთის გავლით ცენტრალური მაგისტრალი, სატრანპორტო გზა ჯვრის მონასტერამდე
დრო: მაგისტრალამდე- 8:30
ჯვრის სამანქანო გზამდე- 9:50
ჯვრის მონასტრამდე: 11: 30
სადილი: ადგილი – გზა ჯვრის მონასტრიდან მაგისტრალამდე
ჯვარი-სვეტიცხოველი: მცხეთაში ჩასვლის დრო: 16:40
დანიშნულების ადგილი: სვეტიცხოველი
მცხეთა-თბილისი:
სატრანსპორტო საშულება : სამარშრუტო ტაქსი
ფასი : 1 ლარი
გასვლის ადგილი: მცხეთა, გაჩერება დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია
გასვლის დრო: 18:20
დანიშნულების ადგილი: თბილისი, დიდუბე
თბილისი- რუსთავი:
სატრანსპორტო საშუალება: სამარშრუტო ტაქსი
ფასი : 1 ლარი
გასვლის ადგილი: დიდუბე
დანიშნულების ადგილი: რუსთავი

შენიშვნები:
1) დრო ყოველ ახალ ლაშქრობაზე იმავე მარშრუტის შეიძლება იყოს სხვა. ეს დრო დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე, მათი მოძრაობის სიჩქარეზე და შესვენებების სიხშირეზე
2) ჯგუფის წევრებისთვის უმჯობესია სალაშქროდ წამოსულები იყვნენ სპორტული ტანსაცმლით, მზისგან დამცავი ქუდით, სათვალით.
3) საჭმლის ტრანსპორტირებისთვის კარგია სპორტული ჩანთები
4) საჭმელი ისე უნდა იყოს მომზადებული, რათა არ დაჭირდეს ბევრი დრო (მაგ: გარეცხილი ხილი და ბოსტნეული) უმჯობესია წაღებული იყოს ისეთი საჭმელი, რომელიც არ იჭყლიტება ადვილად. მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ყოველი წევრის გემოვნება (მაგ: მწარე, ტკბილი, დიეტური, სამარხვო).
5) წყლის წაღება აუცილებელია მგზავრობის პროცესში. თუმცა არის ადგილები, (მცხეთაში) სადაც შეიძლება წყლის ავსება

ექსკურსიისთვის საჭირო თანხა:
10 ლარი თითოეულ წევრზე (4 ლარი-მგზავრობა, 6 ლარი- საჭმელი)
ჩვენი მოგზაურობის სურათები იხილეთ აქ :)

თამუნა ქურდაძე

No comments:

Post a Comment